საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პაატა კვიჟინაძე: ეკონომიკური პარამეტრებით საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა

პლენარული სხდომები 12 ნოემბერი 2025
პაატა კვიჟინაძე: ეკონომიკური პარამეტრებით საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა
„მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალებას გვაძლევს 3 მილიარდი ლარით გავზარდოთ ნაერთი ბიუჯეტი და 2.5 მილიარდით სახელმწიფო ბიუჯეტი. არ არსებობს არც ერთი სამინისტრო რომელსაც თანხები არ დამატებია. ზრდა არის ყველა მიმართულებით, სოციალური, ეკონომიკური განვითარების თუ ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსების კუთხით. ამავე დროს შენარჩუნებულია და ნორმაშია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
 
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეკონომიკური პარამეტრებით საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა.

„ავტორიტეტული ორგანიზაციის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბერში გამოქვეყნებული პროგნოზით: ეკონომიკური ზრდით საქართველო იქნება პირველ ადგილზე არამარტო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორისაც, მთავრობის ვალით იქნება მე-6 ადგილზე ევროკავშირის ქვეყნებს შორის და მე-3 ადგილზე კანდიდატ ქვეყნებს შორის, ბიუჯეტის დეფიციტით მე-2 ადგილზე კანდიდატ ქვეყნებს შორის და მე-8 ადგილზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. სავალუტო ფონდიც ამბობს, რომ ასეთი ზრდა გაგრძელდება და 5-6 წელიწადში ჩვენ შევძლებთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დავეწიოთ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, კამათი უნდა მიმდინარეობდეს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე და არა ჩასაფრებული პოზიციიდან ხელისშეშლაზე.

„ზოგიერთი ამბობს, რომ საგადასახადო შემოსავლები არ შესრულდა, რას ნიშნავს არ შესრულდა? ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ პარლამენტის ყველა კომიტეტის სხდომაზე და ბიუჯეტის პროექტში ცალსახად წერია, რომ როგორც შემოსულობების, ისე საგადასახადო შემოსავლების ნაწილში შესრულდა. რაც შეეხება პენსიას, 2020 წელს პარლამენტმა ინდექსაციის შესახებ კანონი მიიღო. მთავრობაზე აღარ არის დამოკიდებული რამდენით გაიზრდება პენსია, ეს დამოკიდებულია ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე. 10 ლარით რომ გაიზარდოს პენსია 100 მილიონია საჭირო, 200 ლარით რომ გაზარდოს, როგორც ამას ოპოზიცია ამბობს, 2 მილიარდი ლარი უნდა. როდესაც ამბობთ, რომ პენსია უნდა გავზარდოთ, უნდა გვითხრათ, რას მოვაკლოთ, რომელ საბიუჯეტო მუხლებს ან ქვეპუნქტებს. ეს სერიოზული თანხებია და ამას შესაბამისი დასაბუთება სჭირდება“, - მიმართა პაატა კვიჟინაძემ ოპონენტებს.

რაც შეეხება 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე პარლამენტის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, 22 შენიშვნაა და პროექტის საბოლოო ვარიანტში, რომელიც პარლამენტში 1 დეკემბრამდე დაბრუნდება, უმეტესობა იქნება გათვალისწინებული.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R