საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პაატა მხეიძე და მარიამ ჯაში რუსთავის დღის ცენტრის ბენეფიციარებისა და სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ

მაჟორიტარი დეპუტატები 12 იანვარი 2020
პაატა მხეიძე და მარიამ ჯაში რუსთავის დღის ცენტრის ბენეფიციარებისა და სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრში  არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“ - ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება - „ერთად ვაქციოთ ზღაპარი რეალობად“ გაიმართა, რომელშიც  რუსთავის დღის ცენტრის ბენეფიციარებმა და სოციალურად დაუცველმა მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შშმ პირების მიერ თექაზე, ბისერზე, თიხაზე შექმნილი ნამუშევრები, სხვადასხვა აქსესუარები.  ღონისძიებაზე სასწავლო ცენტრ „მერი ლაინი“-ს მიერ შექმნილი სამოსის ჩვენებაც გაიმართა, რომელიც სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ.

ორგანიზაციის ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცეს პარლამენტის წევრებმა პაატა მხეიძემდა საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და სოციალურად დაუცველთა პრობლემა თითოეული ჩვენგანის პრობლემაა და  უპირველესი ვალდებულებაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ როგორც მშობლების, ასევე მათი ბავშვების მხარდასაჭერად,“ - განაცხადა პაატა მხეიძემ.

„ეს არის ტრადიცია, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია.  არ შემიძლია მადლობა  არ გადავუხადო რუსთავის მერიას და მაჟორიტარებს, რომლებიც მუდამ მხარში უდგანან ამ ოჯახებს და ვისურვებდი, რომ ეს ყოფილიყოს ის თემა, რომელიც გვაერთიანებს და ყველაფერი გავაკეთოთ თითოეულმა რათა გაუმჯობესდეს შშმ პირთა და სოციალურად დაუცველ პირთა ოჯახების მდგომარეობა,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ მადლობა გადაუხადა  ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“-ის ხელმძღვანელებს რუსთავის დღის ცენტრის მოზარდებზე ზრუნვისთვის და არაერთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის, რომელიც ხელს უწყობს შშმ ბავშვებს რესოციალიზაციაში.

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს რუსთავის მერიის დაფინანსებით შშმ პირთათვის შეძენილი საახალწლო საჩუქრები  გადაეცათ.  

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 მაისი 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R