საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2008 წლის აგვისტოს ომამდე და ომის დროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილა

მედია და საზოგადოება 28 მაისი 2025
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2008 წლის აგვისტოს ომამდე და ომის დროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ორი პირი გამოჰკითხა.


ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გელა შერმადინმა კომისიას ახსნა-განმარტება 2008 წლის აგვისტოს ომამდე და ომის დროს ახალგორში განვითარებულ მოვლენებზე მისცა.


მისი თქმით, 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ახალგორის მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთის მხარის შემადგენლობიდან გამოიყვანა და ახალშექმნილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შემადგენლობაში შეიყვანა. როგორც მან აღნიშნა, ცენტრალური ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ ადგილობრივ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია.

როგორც გელა შერმადინმა აღნიშნა, აგვისტოს ომის დაწყების შემდეგ ახალგორში მდგომარეობა ქაოსური იყო, მოსახლეობა პანიკაში იყო და ღამ-ღამობით თავს ტყეს აფარებდა.


მისივე თქმით, რუსეთის ჯარები ახალგორში 14-15 აგვისტოს შევიდნენ და ამ საფრთხის შესახებ მოსახლეობა წინასწარ არავის გაუფრთხილებია და არც ევაკუაცია განუხორციელებია.


გელა შერმადინის განცხადებით, ახალგორში არანაირი საბრძოლო მოქმედება არ განვითარებულა და 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას ტყვიაც კი არ გავარდნილა.


როგორც მან აღნიშნა, ახალგორიდან დევნილი მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ახალგორი მაშინდელმა ხელისუფლებამ გაწირა, მუნიციპალიტეტი ჩააბარა და რუსებზე გაყიდა.


გელა შერმადინის განცხადებით, 2004 წელს ე.წ. ერგნეთის ბაზრობის გაუქმება არ იყო სწორი გადაწყვეტილება და ამან ქართველებსა და ოსებს შორის არსებულ ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა იქონია.

დროებით საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტება 2005-2008 წლებში მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემ მისცა.


მან სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის ისტორიაზე ისაუბრა. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ ეს არ იცოდა არც ადგილობრივმა მოსახლეობამ, არც საკრებულომ, არც გუბერნატორმა, არც დეპუტატებმა და არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.


მან ასევე გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევამდე რამდენიმე დღით ადრე - 4 ნოემბერს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირი, რომელსაც ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები და გუბერნატორები ესწრებოდნენ.

ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ივანე მერაბიშვილმა დამსწრეებს ოპოზიციასთან და მიტინგის მონაწილეებთან ბრძოლის ტაქტიკა გააცნო. კერძოდ, უნდა შემდგარიყო მიტინგში მონაწილეთა სიები და არც ერთი მათგანი არ უნდა დარჩენილიყო გაულახავი, ძირითადად უნდა ეცემათ მუცელში და თირკმელებში, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სახეში, ასევე, მიტინგის ზოგიერთი მონაწილისთვის უნდა ჩაედოთ ნარკოტიკი, ოპოზიციის მხარდამჭერ ბიზნესმენებს კი, დავით კეზერაშვილი მიხედავდა.

„ეს იყო ერთადერთი მეთოდი, რომლითაც მათ მართვა შეეძლოთ. მათთვის ტერორი იყო ერთადერთი საშუალება და ტერორით უნდა შეენარჩუნებინათ ვითარება“, - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.


როგორც დროებით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიის მორიგი სხდომა 30 მაისს გაიმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

მსგავსი

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R