საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს

მედია და საზოგადოება 05 ივნისი 2026
პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ იუსტიციის სამინისტროს 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს.

მომხსენებლის, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, 2026 წლისთვის, საქმის წარმოების კუთხით, ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 225 საქმეა მიმდინარე, რაც კარგი მაჩვენებელია.

„2011 წელს საქართველოს წინააღმდეგ 3000-ზე მეტი საჩივარი განიხილებოდა. დღეს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 225-ია, ანუ 93%-იანი კლებაა. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ განხორციელებული რეფორმების შედეგად საზოგადოებას სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ მაღალი ნდობა აქვს.რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებულ სტატისტიკას, მას შემდეგ, რაც საქართველო ევროპულ კონვენციას მიუერთდა და ევროპული სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს, 291 საქმეზეა დარღვევა დადგენილი. ამ საქმეებიდან გარკვეული ნაწილი აღსრულების ეტაპზეა, ნაწილი კი აღსრულდა. დარღვევების 84% - 243 საქმე 2012 წლამდე არსებულ პერიოდზე მოდის“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მისი თქმით, აღსრულებულია 127 საქმე. ამ საქმეების 86% 2013 წლის შემდეგ არის აღსრულებული.

ბექა ძამაშვილის განცხადებით, 243 საქმიდან ძირითადი დარღვევები პენიტენციურ სისტემას ეხებოდა. კერძოდ, იყო 100-მდე საქმე, რომელიც შეეხებოდა მკვლელობას, გარდაცვალებას, წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, მკურნალობის არარსებობას და სხვა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პენიტენციური სისტემის მიღმა ყველაზე ხშირად „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-2 და მე-3 მუხლები ირღვეოდა - სიცოცხლის უფლება და წამების აკრძალვა.

მიმდინარე საქმეებზე საუბრისას ბექა ძამაშვილმა ყურადღება გაამახვილა: ცინცაბაძის ჯგუფის, იდენტობის ჯგუფისა და თხელიძის ჯგუფის საქმეებზე, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება.

ბექა ძამაშვილის განცხადებით, ჩვენს ქვეყანას, შარშან საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების მაჩვენებლით, ევროპის 29 სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, საიდანაც 19 ევროკავშირის წევრია,.

„თუ ამ მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე გადავიანგარიშებთ და მიღებულ მონაცემებს შევადარებთ, საქართველო საჩივრების სიმცირით 27 სახელმწიფოს უსწრებს. ამ 27 ქვეყნიდან 14 ევროკავშირის წევრია“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სპორტის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა
05 ივნისი 2026

სპორტის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა

მსგავსი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხზე იმსჯელა
05 ივნისი 2026

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხზე იმსჯელა

კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო
05 ივნისი 2026

კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R