საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოს პირველს შეხვდა

მედია და საზოგადოება 11 იანვარი 2013
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოს პირველს შეხვდა

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო კანცელარიაში დღეს კონსტანტინეპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოსს, მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოს პირველს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II–ს შეხვდა. 

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მონაწილე იმ უდიდესი ზეიმისა, რომელსაც ქართველი ხალხი აღნიშნავს. მისი უწმინდესობის ღვაწლის აღნიშვნა და დაფასება რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლებელია. ამიტომ სახელმწიფო საიუბილეო კომისიას გადაწყვეტილი აქვს გააგრძელოს საიუბილეო დღეები, რომლის ფარგლებშიც ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, მზადდება რამდენიმე უნიკალური გამოცემა, რომლითაც კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასმული ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის მართლმადიდებლური რელიგიის, ქრისტიანობის მნიშვნელობა.

„ვინაიდან თქვენ სტუმრად ბრძანდებით სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მინდა დაგარწმუნოთ, რომ არჩევნების შემდეგ, ჩვენი ქვეყნის მსახურების ძალიან მძიმე და საპატიო ტვირთი დაგვაწვა რათა ჩვენი სამშობლო ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წარმომადგენელი იყოს. მისი უწმინდესობა კი თავისი რჩევებით და ყოველდღიური დარიგებებით გვიადვილებს ყოველდღიური მძიმე საქმის კეთებას“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. „ყველა თქვენგანის ერთად ჩამობრძანება საქართველოში უდიდესი მოვლენაა ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ბიზანტიური კულტურის საფუძველზე აღმოცენებულ ერებს შორის ერთ ისტორიულ, ქრისტიანულ, მართმადიდებლურ ოჯახში ვიმყოფრბით“, – მიმართა სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ხელისუფლების წარმომადგელებთან შეხვედრას სერბეთის, ბულგარეთის, ალექსანდრიის, კონსტანტინოპოლის, რუსეთის, ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლები და მღვდელმთავრები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო კანცელარიაში შეხვედრამდე პარლამენტის თავმჯდომარე სასულიერო პირებთან ერთად წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ეწვია, სადაც სამეცნიერო კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. მან უწმინდესს საუბილეო თარიღები მიულოცა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
საპატიო სტუმრებს დავით უსუფაშვილი ხვალ უკვე საქართველოს პარლამენტში უმასპინძლებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R