პარლამენტის წევრი გენო პეტრიაშვილი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
მედია და საზოგადოება 05 მაისი 2026

კომიტეტის წევრი გენო პეტრიაშვილი პარლამენტში კერძო სკოლა „აისის“ მოსწავლეებს შეხვდა. პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებთან საკუთარი სპორტული კარიერის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მხოლოდ სპორტში მიღწეული შედეგები არასაკმარისია, თუ სპორტსმენს შესაბამისი განათლებაც არ აქვს.
გენო პეტრიაშვილმა ახალგაზრდებს ის ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის თანახმადაც, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სპორტში აქტიური ჩართვის მოწოდების მიზნით, წარმატებული ქართველი სპორტსმენები საქართველოს რეგიონებში არსებულ სასკოლო დაწესებულებებში მოსწავლეებს შეხვდებიან.
შეხვედრის დასასრულს გენო პეტრიაშვილმა სკოლის მოსწავლეებს პარლამენტში სტუმრობისა და მასთან შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
