საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ მონაწილეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 03 აპრილი 2024
პარლამენტის ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ მონაწილეებს შეხვდა

პარლამენტის ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე საგანმანათლებლო პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ მონაწილეებს შეხვდა. იგი ახალგაზრდებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებებზე, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პარლამენტის როლზე.


არჩილ თალაკვაძე მოსწავლეებს ევროინტეგრაციის პროცესში ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე, ევროკავშირის ინსტიტუტებზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების როლზე ესაუბრა.


„ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ენთუზიაზმით სავსე მოვედი, თუმცა მეტი ოპტიმიზმით და დადებითი შთაბეჭდილებით ვასრულებთ დღევანდელ დღეს. ეს თაობა საოცრად კარგად არის მომზადებული და გათვითცნობიერებული საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების და ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. ძალიან საინტერესო არგუმენტაცია ჰქონდათ თუ რატომ იმსახურებს საქართველო ევროპული ოჯახის წევრობას და რა მოლოდინები აქვს ევროპას ჩვენგან“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


„საქართველო და ევროკავშირი“ საგანმანათლებლო პროექტს ევროპასთან ინტეგრაციის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტები, პარლამენტის სასწავლო ცენტრის ჩართულობით ახორციელებს.

ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტი ამჯერად 15 სკოლის 30-მდე ახალგაზრდას მასპინძლობს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
23 ივნისი 2026

პარლამენტმა 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

მსგავსი

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
23 ივნისი 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R