საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პლენარული სხდომები 17 სექტემბერი 2024
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა.


საკითხი სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა წარადგინა.


„ამნისტიის კანონპროექტი“ არის დაბალანსებული პროექტი, რომელიც წარმოადგენს ჰუმანიზმის პრინციპის პრაქტიკულ გამოვლინებას და იმავდროულად, ითვალისწინებს რა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესს, მაქსიმალურად აზღვევს კრიმინოგენული ვითარების გაუარესებისა და დანაშაულის რეციდივის რისკებს.


„ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებას 1000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს. მთლიანობაში, სხვადასხვა შეღავათის სახით ამნისტია 5000-ზე მეტ პატიმარს შეეხება. ასევე, ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირებისთვის, იგი დაახლოებით 22 000 პრობაციონერს შეეხება, აქედან 7000 პირი პრობაციის სისტემას დატოვებს კანონის მიღებისთანავე. საბოლოო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.


კანონპროექტი ცალკეულ დანაშაულებთან მიმართებით ითვალისწინებს დაზარალებულის თანხმობის წარდგენის ვალდებულებას, რისთვისაც განსაზღვრულია კონკრეტული ვადა და პროცედურა. ამასთანავე, ზოგიერთ დანაშაულზე ამნისტიის გავრცელების პირობად მიჩნეულია განზრახი დანაშაულისთვის წინარე ნასამართლობის არქონა.


პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.


უნდა აღინიშნოს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და ზოგიერთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს არ შეეხება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R