საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა

პლენარული სხდომები 29 აპრილი 2025
პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 79 ხმით, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 5 მაისიდან ერთი თვით გაუგრძელა.

შესაბამისი დადგენილების მიღებამდე, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შუალედური ანგარიში პლენარულ სხდომაზე წარადგინა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების მთავარი მიზეზი გახდა 2025 წლის 1 აპრილს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვნად გაფართოვდა საგამოძიებო კომისიის მანდატი, რომელიც 2012-2024 წლების პერიოდსაც მოიცავს.

ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 13 თებერვლიდან 28 აპრილის ჩათვლით, საგამოძიებო კომისიამ 17 სხდომა გამართა და გამოკითხულ იქნა 55 პირი, მათ შორის, 37 დაზარალებული.

თეა წულუკიანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის (სხდომაზე გამოცხადება) არაერთი ფაქტის სამართლებრივი შეფასების მიზნით, საგამოძიებო კომისიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა შემდეგ პირებთან დაკავშირებული ინფორმაცია: ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა გვარამია, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ნიკანორ მელია, გიორგი (გივი) თარგამაძე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 27 აპრილის მდგომარეობით, საგამოძიებო კომისიის სახელზე 397 განცხადებაა შესული, რომელთაგან დამუშავებულია 307 განცხადება. 307 განცხადებიდან 99 ეხება ქონებრივი უფლებების დარღვევას, 92 - წამებას/არაადამიანურ მოპყრობას, 11 – 2008 წლის აგვისტოს ომს, ხოლო 105 წერილი კი, სხვადასხვა შინაარსისაა.

თეა წულუკიანის განაცხადებით, მოცემული ეტაპისათვის, დამუშავებულია 100-მდე მოცულობითი დოკუმენტი. როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის სხვადასხვა თემატური თავის შედგენა წარმატებით მიმდინარეობს, რის შედეგადაც, ამ დოკუმენტის 200-მდე გვერდი უკვე მომზადებულია.

მისი განცხადებით, დასკვნის ყველაზე მოცულობითი თავი შესაძლოა სწორედ ის თავი იყოს, რომელიც მიეძღვნება: რეჟიმის ძალადობრივ ხასიათს; წამებას, არა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, არამედ მის მიღმაც; მკვლელობებს, არა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, არამედ მის მიღმაც, მათ შორის ქუჩაში და სხვადასხვა ტიპის ძალადობას.


თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კომისიის დასკვნის ერთ-ერთი ძირითადი თავი აგვისტოს ომზე იქნება და ამ საკითხის განხილვა მხოლოდ და მხოლოდ მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და მათი საქმიანობის შეფასებას ემსახურება.

მისივე თქმით,სამართლებრივ დონეზე, 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის არც ერთი სამართლებრივი დოკუმენტი არ არსებობდა, რომელიც იტყოდა, რომ ქართული ჯარი და მშვიდობიანი მოქალაქე იყო მართალი. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ შექმნილი სამართლებრივი დოკუმენტები, მომავალში, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის სამართლებრივ საფუძველს შექმნის.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვეუბნებით ჩვენს საზოგადოებას და პირველ რიგში, ჩვენს ჯარს, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ქართული ჯარის და ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის სიმართლე დაამტკიცა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სასამართლოში ჰააგაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შუალედური ანგარიშის ეტაპზე, ფაქტებზე დაფუძნებით, თუმცა ამ ფაქტების კვლევა გრძელდება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ისე აწარმოეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებმა, რომ არ გაითვალისწინეს სამხედროების აზრი.

მისივე თქმით, უკვე შეიძლება თქვას, რომ ჩვენს სამხედრო პირებს, გენერალური შტაბს და ყველა იმ კომპეტენტურ პირს, ვისაც ომის წარმოების და სამხედრო საქმე ესმის, შემუშავებული ჰქონდა სამხედრო გეგმა, რომელიც ასევე მოიცავდა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისა და სამედიცინო მომსახურების ნაწილს.


„ეს იყო სრულფასოვანი სამხედრო გეგმა, რომელიც პოლიტიკურმა თანამდებობის პირებმა გვერდზე გაწიეს და ომი აწარმოებს პოლიტიკოსებმა. ეს დასკვნა უკვე შეიძლება გაკეთდეს, რაც, თავის მხრივ, სავალალო შედეგია. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი მიზანი არ იყო ომის წარმოება მინიმალური დანაკარგებით. პირიქით, სავარაუდოდ, მიზანი იყო ომის წარმოება მშვიდობიანი მოსახლეობის მაქსიმალურად მაღალი დანაკარგებით“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით გაცხადებული მიზანი აქვს.

„კომისიის დასკვნა უნდა გახდეს ერთ-ერთი საფუძველი იმისთვის, რომ იმ პოლიტიკურ პირებს, რომლებიც ასე მართავდნენ სახელმწიფოს და დღესაც არ ასვენებენ ჩვენს ქვეყანას, ცდილობენ პრობლემები შეუქმნან ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მომავალში აღარ ჰქონდეთ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება. ასევე, მათ მიერ ამჟამად დაფუძნებული, მოქმედი თუ მომავალში დაფუძნებული პოლიტიკური პარტიები აღარ უნდა არსებობდნენ პოლიტიკურ ველზე. ეს საქმე გასაკეთებელია და ჩვენ, „ქართული ოცნება“ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, - აღნიშნა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ.


თეა წულუკიანმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თეა წულუკიანს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.


„დიდი მადლობა იმ საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, მიუხედავად იმ წნეხისა, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მომდინარეობს იმისთვის, რომ გააჩუმონ მსხვერპლები, საზოგადოება, პარლამენტი და არ ამხილონ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლები დაათვალიერეს
16 მაისი 2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლები დაათვალიერეს

მსგავსი

დავით მათიკაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა
16 მაისი 2025

დავით მათიკაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა
15 მაისი 2025

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა

გივი მიქანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
15 მაისი 2025

გივი მიქანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გივი მიქანაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
15 მაისი 2025

გივი მიქანაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R