საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მოუსმინა

პლენარული სხდომები 28 ნოემბერი 2023
პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მოუსმინა

პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მოუსმინა.


გიორგი ამილახვარმა სამინისტროს მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლებისა და მეცნიერების სისტემის დაფინანსების ზრდაზე. მისი თქმით, 2023 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2 მილიარდ 77 მილიონ 780 ათას ლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს ბიუჯეტი უპრეცედენტო ნიშნულს 2 მილიარდ 508 მილიონ ლარს მიაღწევს.


მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაწყებულ 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტზე ისაუბრა, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. მინისტრის ინფორმაციით, 2022-2023 წლებში, განხორციელდა ჯამში 71 საჯარო სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაციის სამუშაოები, ხოლო 200 საჯარო სკოლაში ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.


მინისტრის თქმით, მიმდინარეობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე მუშაობა, რომლის მიზანია მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბება.


გიორგი ამილახვარმა მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა და ის 27 ოქტომბერს აღინიშნება. მისივე განცხადებით, 2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგების ანაზღაურების ზრდას გულისხმობს.


„50 000 სტატუსიანი მასწავლებელი გვყავს სისტემაში და მათ 75%-ს, რომელსაც სრული დატვირთვა ექნება, მინიმუმ 500 ლარით და მეტით გაეზრდება ხელფასი“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2023 წელს დაიწყო საჯარო სკოლების ავტორიზაციის ეტაპობრივი პროცესი და ავტორიზაცია გაიარა 214-მა საჯარო სკოლამ. მისივე თქმით, 2023 წელს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური დამატებით 27 საჯარო სკოლაში შევიდა და ჯამში 719 სკოლაში უზრუნველყოფს მოსწავლეთა უსაფრთხოებას.


გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების ახალ ხედვაზე და პროფესიებისა და კვალიფიკაციების განახლებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ზოგად განათლებაში მოსწავლეებისთვის შეთავაზებული იქნება ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები.


მინისტრი სასკოლო კვების საკითხსაც შეეხო.


„იქ სადაც უკვე არის ბუფეტები, სრულად მოწესრიგდება ნებისმიერი ჰიგიენური, სურსათის უვნებლობის თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის გათვალისწინებული სხვა საკითხები და ამის მონიტორინგის კონკრეტული მექანიზმებიც ინერგება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


მინისტრის თქმით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან გაორმაგდა სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა.


გიორგი ამილახვარმა ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებისთვის არსებული დავალიანება ჩამოწერაზე ისაუბრა.


„პირველად, სტუდენტების მიმართულებით ასეთი სოციალური და ჰუმანური ნაბიჯი იქნა ხელისუფლების მხრიდან გადადგმული, როდესაც 30 000-მდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, კერძო თუ საჯარო უნივერსიტეტებში, მათ 97%-ს გაუნულდა დავალიანება და სრული შესაძლებლობა მიეცათ 2023 წლის სექტემბრიდან ჩართულიყვნენ სასწავლო პროცესში“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


მინისტრმა მეცნიერების განვითარების მხარდაჭერისთვის განხორციელებულ ინიციატივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2023 წელს მეცნიერების ბიუჯეტმა 72 მილიონი ლარი შეადგინა.


2024 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლით მეცნიერების ბიუჯეტის დაგეგმილი ზრდა შეადგენს 5.3 მილიონ ლარს. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება: სამეცნიერო გრანტების გაცემის, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისა და სამეცნიერო დაწესებულებების პროგრამები. ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხელშეწყობის, სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R