საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო

პლენარული სხდომები 27 მაისი 2026
პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები პირველი მოსმენით წარადგინა.


„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა 86 ხმით მიიღო.


მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტით „შავ სიასთან“ და დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები შემოდის. მისი თქმით, ამჟამად „შავ სიაში“ მოხვედრა ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო კონტრაქტზე დაშვების უფლების შეზღუდვას გულისხმობს. ცვლილების თანახმად, ერთმანეთისგან იმიჯნება ვალდებულებების არაჯეროვანად შესრულება და შემთხვევა, როდესაც პირი ხელშეკრულების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას განახორციელებს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის აკრძალვა ერთიდან ორ წლამდე იზრდება და ეს შეზღუდვა გავრცელდება არა მხოლოდ უშუალოდ იმ ეკონომიკურ ოპერატორზე, ვინც აღნიშნულ ქმედებას ჩაიდენს, არამედ მის დამფუძნებელსა და პარტნიორზე. მისი თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე ამახვილებს, რაც ქვეკონტრაქტორის ცნების ინსტიტუციურ დანერგვასა და მისი გამოყენების სამართლებრივი ჩარჩოს დეტალურ რეგულირებაში გამოიხატება.


„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა 79 ხმით მიიღო, იცვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სისხლისსამართლებრივ ქმედებებს ეხება. ცვლილება ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, მათ შორის, ბაზრის კვლევისა და გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებისას, წინასწარი შეთანხმების, გარიგების ან სხვა ქმედებისთვის, თუ ეს მიმართულია მატერიალური სარგებლის ან უპირატესობის მიღებისკენ და იწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას. პროექტი ასევე აზუსტებს, რომ აღნიშნული დანაშაულის სუბიექტი არ არის მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი, ხოლო იურიდიული პირისთვის განსაზღვრავს სანქციებს საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, ლიკვიდაციისა და ჯარიმის სახით.


მთავრობის საპარლამენტო მდივანმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროქტზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს - ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. გარდა ამისა, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს, ნაცვლად - არსებული 10%-ისა.


კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით - 77 მომხრე, 9 წინააღმდეგი, მიიღო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R