საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 04 სექტემბერი 2024
პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა.

საკითხი პარლამენტის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა წარადგინა და ცალკეული მუხლის შესახებ, პარლამენტის წევრების კითხვის პასუხად, განმარტებები გააკეთა.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, ოჯახის ცნება, მისი რეგულაციები სხვა ქვეყნების კონსტიტუციებშიც არის ასახული და ის არ განიხილება როგორც მხოლოდ რელიგიური კატეგორია.

„ოპონენტთა რიტორიკას რომ მივყოლოდით, რომლის თანახმად, ოჯახი არის მხოლოდ რელიგიური კატეგორია, მაშინ ოჯახზე ჩანაწერი არც კონსტიტუციაში არ უნდა იყოს. კანონმდებელი, ასევე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ამას ასე არ მიიჩნევს და მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოშიც ასე არ უყურებენ ოჯახის ცნებას, მის რეგულაციებს სხვა ქვეყნების კონსტიტუციებშიც ნახავთ, ჩვენი „ნოუ-ჰაუ“ არ არის“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი გადადგეს და გაჰყვნენ იმ ხაზს, რომელიც 2017 წელს დაიწყო, როდესაც ოჯახის ცნების რეგულაცია მოხდა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებდით ისეთ ვითარებას, როდესაც ეს ჩანაწერი ფარატინა ქაღალდი გახდებოდა. ოჯახური ღირებულება ისევ კონსტიტუციიდან გამომდინარეობს, არა აქვს მას მხოლოდ რელიგიური დატვირთვა. რელიგიური შეხედულებებით მისი ახსნა შეუძლებელია. ასე რომ, სწორ გზას დავადექით, სწორად ვარეგულირებთ და ეს ჩვენი, საქართველოს მომავლისათვის, იმ საფრთხეების პრევენციისათვის, რომლებიც ყოველდღიურად იჩენს თავს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R