საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს ჩატარდება

პლენარული სხდომები 26 ნოემბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს ჩატარდება
მე-11 მოწვევის პარლამენტმა დადგენილების პროექტს „საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის შესახებ“ 80 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი.
 
დადგენილების პროექტი დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა.
 
„საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევა ხდება 5 წლის ვადით. 2017 წელს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის წესი. პრეზიდენტს ახლა უკვე აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია. კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში გათვალისწინებული იყო, რომ 2018 წელს არჩეული პრეზიდენტი 6 წლის ვადით იქნებოდა არჩეული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
 
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ფიცი დადო 2018 წლის 16 დეკემბერს. მას უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა 16 დეკემბერს ეწურება.
 
„კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტის არჩევნები ემთხვევა საპარლამენტო არჩევნებს ან საპარლამენტო არჩევნები 1 თვით ადრე იმართება, მაქსიმუმ 45 დღეში უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები. პრეზიდენტი 5 წლით უნდა ავირჩიოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ როგორც არჩევნები ჩატარდეს მიმდინარე წელს, ასევე პრეზიდენტის ინაუგურაციაც გაიმართოს 2024 წელს, რათა არჩეულ პრეზიდენტს ჰქონდეს 5-წლიანი უფლებამოსილების ვადა. სხვა შემთხვევაში, თუკი არჩევა და ინაუგურაცია გადავიდოდა 2025 წელს, პრეზიდენტს ფაქტობრივად, ავირჩევდით 6 წლის ვადით, რადგან შემდეგი არჩევნები მოუწევდა 2030 წლის ოქტომბერში, რაც ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რომელიც კონსტიტუციაშია მოცემული პრეზიდენტის 5-წლიან ვადასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
 
საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 95-ე მუხლის მეორე პუნქტისა და პარლამენტის რეგლამენტის 194-ე პრიმა მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2024 წლის 14 დეკემბერს. რაც შეეხება პრეზიდენტის ინაუგურაციას, ის 2024 წლის 29 დეკემბერს გაიმართება.
 
„პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელიც 300 წევრისგან შედგება. ამ 300 წევრიდან 150 პარლამენტის მოქმედი წევრია, აჭარის უმაღლესი საბჭოდან 21 წევრია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან - 20 წევრი და დარჩენილი 109 წევრი დაკომპლექტდება საკრებულოების წევრებისგან იმ პროპორციულობით და თანაფარდობით, რომელიც დადგა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევის შედეგად. ეს კოლეგია 2024 წლის 14 დეკემბერს შეიკრიბება საქართველოს პარლამენტის შენობაში და აირჩევს პრეზიდენტს. არჩევნებს ჩაატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკო, ამ თარიღიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში უნდა შეიკრიბოს და დაადგინოს პროცედურები, ვადები. მან უნდა ჩამოაყალიბოს კოლეგია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
 
მისი თქმით, პირველივე ტურში კანდიდატის ასარჩევად საჭიროა, რომ მან მოაგროვოს კოლეგიის წევრთა 2/3. თუ ამ რაოდენობას კანდიდატი ვერ მოაგროვებს, მე-2 ტური იმართება. პრეზიდენტის მორიგი არჩევნების მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში, იმავე დღეს გაიმართება.
 
„კანონში ასევე განსაზღვრულია დრო. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება 2024 წლის 14 დეკემბრის 9 საათიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
  • საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის შესახებ
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R