რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მედია და საზოგადოება 10 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები და პარლამენტის ოლქების დელეგატები, სამუშაო ფორმატში, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძეს, მინისტრის მოადგილეებსა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე რევაზ სოხაძემ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინა.
