საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

მედია და საზოგადოება 05 ივნისი 2025
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.


როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს დაგეგმილი იყო 5.2 პროცენტით ეკონომიკური ზრდა, თუმცა წლის განმავლობაში უფრო მაღალი ზრდის ტენდენციები იყო და საბოლოო ჯამში, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.4 პროცენტი შეადგინა.


მისივე თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალურის მაჩვენებელი 13.6 პროცენტით გაიზარდა და 91 891.8 მლნ ლარი შეადგინა, ერთ სულ მოსახლეზე კი, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 9 141.4 აშშ დოლარს გაუტოლდა.


მომხსენებლის განცხადებით, 2024 წლის ბოლოს წლიური ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 1.1 პროცენტის დონეზეა.

ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 23 484.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 6 560.4 მლნ აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი - 16 924.3 მლნ აშშ დოლარი.


როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2024 წელს, საქართველოს 6 456.1 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 5 091.7 ათასია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9.0 პროცენტით მეტია. მისივე თქმით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4 425.4 მლნ აშშ დოლარია, რაც 7.3 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.


ანგარიშის თანახმად: 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 25 722 782.0 ათასი ლარი შეადგინა, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.4%; გადასახადების კუთხით მობილიზებულ იქნა 23 290 004.8 ათასი ლარი - საპროგნოზო მაჩვენებლის 100.1%; გრანტების სახით დაფიქსირდა 345 978.9 ათასი ლარი, ხოლო სხვა შემოსავლებში - 2 086 798.3 ათასი ლარი - საპროგნოზო მაჩვენებლის 104.3%.

სახელმწიფო ბიუჯეტზე საუბრისას, გიორგი კაკურიძემ აღნიშნა, რომ როგორც შემოსავლების, ასევე ჯამური შემოსულობების კუთხით საპროგნოზო მაჩვენებლები გადაჭარბებით შესრულდა.


საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 21 848 836.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.6%, მათ შორის: გადასახადების სახით 20 196 546.5 ათასი ლარი (100.0%), გრანტების 335 871.1 ათასი ლარი (126.3%) და სხვა შემოსავლების სახით 1 316 418.5 ათასი ლარი( 103.7%).


სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 2024 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით 900 000.0 ათასი ლარით გაზარდა და 25 930 420.7 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო საკასო შესრულება გეგმური მაჩვენებლის 100.1%-ია.


მისივე თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები გადაჭარბებით - 104.1 % -ით შესრულდა და 3 901.00 ათასი ლარი შეადგინა.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში დღგ-ს მობილიზებასთან დაკავშირებით გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. კერძოდ, დღგ-ს მოცულობა დაგეგმილი იყო 1 743.0 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მობილიზებული იქნა 1 773.0 ათასი ლარი.


მისივე თქმით, გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებში გადარიცხულმა თანხამ 1 368.0 ათასი ლარი შეადგინა.


ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდმა 19 980.2 ათასი ლარი აითვისა, ხოლო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის საკასო ხარჯმა 758 962.6 ათასი ლარი შეადგინა.

თანამომხსენებლის, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განცხადებით, გასულ წელს სამინისტროს მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიუჯეტი ჰქონდა.

როგორც მზია გიორგობიანმა აღნიშნა, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებისათვის გასულ წელს დაიხარჯა 2 მილიარდ 160 მილიონი ლარი, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის - დაახლოებით 330 მილიონი ლარი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა- რეაბილიტაციისათვის 834 მილიონი ლარი, ნარჩენების მართვისათვის დაახლოებით - 52 მილიონი ლარი, იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის - 4.8 მილიონი ლარი, ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის 300 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებისათვის - 209 მილიონ ლარზე მეტი.


კომიტეტის წევრებმა სხდომაზე წარდგენილ ანგარიშს მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R