საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინა

მედია და საზოგადოება 11 მაისი 2026
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინა და ცნობად მიიღო.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით იყო დაგეგმილი, თუმცა, წლის პირველ კვარტალში ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლებია. კერძოდ, იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდა 7,9% იყო, თებერვალში - 8.8 %, ხოლო მარტში - 10.7%. I კვარტალში საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.1%-ია.

მისივე თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის მარტში 4.3%-ია, ხოლო ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი - 4,4%.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, იანვარ-მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 867.0 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 1 723.7 მილიონი დოლარია, რაც 23.4%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი - 4 143.2 მილიონი დოლარი, რაც 7.1 პროცენტით ნაკლებია შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა მომსახურების ექსპორტზე, რაც, მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 1 170.4 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, საიდანაც უშუალოდ ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 997.5 ათასი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე დაახლოებით 4%-ით მეტია.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 829.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 0.5%-ით მეტია 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

მისივე თქმით, 2026 წლის პირველ კვარტალში წმინდა ფულადი გზავნილები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.4%-ით გაიზარდა და 797.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

დოკუმენტის თანახმად, ნაერთი ბიუჯეტის ნაწილში, საანგარიშო პერიოდში, 6 942 195.8 ათასი ლარი იქნა მობილიზებული, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 102.6%-ია.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წლის სახელმწიფოს ნაერთი ბიუჯეტის წლიური დეფიციტი დაგეგმილი 2.5%-ის ფარგლებში იყო. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი პროფიციტულია და მთლიანი შიდა პროდუქტის 0.24%-ს შეადგენს.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულება საპროგნოზო მაჩვენებლის 101.6%-ია, რაც 5 982 895.2 ათას ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საუბრისას გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გეგმა 107.5%-ით შეასრულა. რაც შეეხება სხვა უწყებებს, რიგ შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი 100%-ს აღწევს, ნაწილში კი 80-85%-ის ფარგლებშია.

„რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, შემოსავლების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი შესრულებულია. შესაბამისად, ამ მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს. თუ ვისაუბრებთ დღგ-ის ნაწილზე, ჯამში გათვალისწინებულია 2 მილიარდ 186 მილიონი ლარი. პირველ კვარტალში, დღგ-ის სახით, მუნიციპალურ ბიუჯეტებში მიღებულია 515 მილიონი ლარი. რაც შეეხება ტრანსფერებს, გეგმის მიხედვით, მაჩვენებელი მილიარდ 353 მილიონი ლარია, საიდანაც უკვე გადარიცხული და ათვისებულია 112.6 მილიონი ლარი და ეს პროცესი გრძელდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მიმოხილვის წარდგენის შემდეგ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი მაღალია.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საფონდო ბირჟაზე განთავსებულ 500.0 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების ევროობლიგაციებზე ძალიან დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა, რაც საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს. ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ნორმაშია, რაც ფინანსურ სტაბილურობაზეც მიუთითებს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მსგავსი

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R