საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილა

მედია და საზოგადოება 12 მარტი 2026
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა სასესხო შეთანხმებების ვადის გაგრძელების საკითხები განიხილეს.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა კომიტეტს „2019 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი) N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ გააცნო.


რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, სესხის დახურვის და პროექტის დასრულების ვადა გრძელდება.


მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, თუმცა, ჯერ კიდევ არის დარჩენილი ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე წონის კონტროლის დინამიური სისტემის საპილოტე პროექტი და გზების მოვლა-შენახვის სტრატეგიისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის მოსამზადებლად, შესაბამისი საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა, რის გამოც პროექტის დასრულების ვადად 2025 წლის 30 ივნისის ნაცვლად 2027 წლის 30 სექტემბერი განისაზღვრა.

სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ „2019 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა) N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ წარადგინა.


მისი თქმით, პროექტით გათვალისწინებული ზოგიერთი ტენდერის ჩაშლამ და ტექნიკური დავალებების ნაწილის შეუსრულებლობამ პროექტის დასრულების ვადის გახანგრძლივება განაპირობა.

წარმოდგენილი წერილ-შეთანხმების თანახმად, პროექტის დასრულება 2025 წლის 31 აგვისტოს ნაცვლად 2028 წლის 31 მაისს იგეგმება.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მსგავსი

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R