საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რომან გოცირიძე: შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას

17 სექტემბერი 2020
რომან გოცირიძე: შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას

„ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქალაქ ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ დღევანდელ ბრიფინგზე. მისი თქმით, ქუთაისი გახდება საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი.
 
„ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, თუ რა დამართეს ქალაქს, პარლამენტს, პარლამენტის ამ უნიკალურ შენობას, რომელიც ფაქტობრივად, ჩამონგრევის პირასაა და მიმდებარე ტერიტორია ბუჩქნარადაა გადაქცეული. რომ არ განმეორდეს ასეთი რამ რომელიმე პარტიის მხრიდან, შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას, სახელმწიფო დაწესებულებების ქუთაისში გადმოტანას, მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას. ქუთაისი გახდება რეგიონის განვითარების სტიმული. ეს კანონპროექტი გახდება ლოკომოტოვი დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისა. ეს გახდება „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქუთაისში მისი მაჟორიტარობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არის მისი დაპირების შესრულების სამართლებრივი საფუძვლის მომზადება. გრიგოლ ვაშაძემ არაერთხელ განაცხადა ამის შესახებ და დღეს უკვე ვიწყებთ ამ პროცესს. ბიუროს მომავალი სხდომიდან მიეცემა უკვე სამართლებრივი მსვლელობა ამ კანონპროექტს და მის განხილვას. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლისთანავე ეს კანონპროექტი შევა ძალაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R