საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე სესიას მასპინძლობს

თავმჯდომარე 29 ივნისი 2026
საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე სესიას მასპინძლობს

საქართველოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 67-ე გენერალური ასამბლეა იმართება. საპარლამენტო ფორუმის მთავარი თემაა: „ხელოვნური ინტელექტის როლი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით: ინოვაცია, დაკავშირებადობა და მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში".

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 100-ზე მეტი დელეგატი საპარლამენტო ფორუმზე წარმოდგენილ მოხსენებებს განიხილავს და შესაბამის რეკომენდაციებს მიიღებს. მიმდინარე პერიოდში საქართველო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს 72-ე და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელებმა მიმდინარე სესიის დღის წესრიგის საკითხები განიხილეს და მომავალი შეხვედრების ადგილები და თარიღები განსაზღვრეს.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გაუძღვა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ასამბლეა აქტიურად წარმართავდა თავის საქმიანობას და მე, როგორც ასამბლეის პრეზიდენტს, რამდენიმე საპარლამენტო ღონისძიებაში ასამბლეის სახელით მომიწია მონაწილეობის მიღება. ვფიქრობ, ამით, გარკვეულწილად, გავამდიდრეთ და გავააქტიურეთ ასამბლეის მუშაობა. შემდეგ ეტაპზე ასამბლეის პრეზიდენტობა საბერძნეთს გადაეცემა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალური ასამბლეა 30 ივნისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტის, აფრიმ გაშის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნება.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციას პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ხელმძღვანელობს.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა შავი ზღვის რეგიონის უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას უწყობს ხელს. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია 13 წევრი სახელმწიფოსგან შედგება: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა. 6 ქვეყანას - ბელარუსს, ეგვიპტეს, ისრაელს, საფრანგეთს, გერმანიასა და სლოვაკეთს ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრის სტატუსი აქვს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

მსგავსი

გელა სამხარაული ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს დაესწრო
29 ივნისი 2026

გელა სამხარაული ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს დაესწრო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა
29 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა

პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა
29 ივნისი 2026

პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R