საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 08 ივნისი 2026
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

კანადაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუასთან ერთად, ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტაძრის წინამძღვრის, მამა თომას და ქართული დიასპორის წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით დამოუკიდებლად მოხერხდა ეკლესიისთვის შენობის შეძენა და ტაძრის მოწყობა.

პარლამენტის წევრებმა ასევე დაათვალიერეს ეკლესიის ტერიტორიაზე მოქმედი საკვირაო სკოლა, სადაც ქართველი ბავშვები მშობლიურ ენას, ქართულ ლიტერატურასა და საქართველოს ისტორიას ეუფლებიან. ასევე შექმნილია ცეკვის ჯგუფი, სადაც ქართველი მოზარდები ქართულ ხალხურ ცეკვებს სწავლობენ.

შეხვედრაზე განიხილეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც კანადაში მცხოვრები ქართველი თანამემამულეები დგანან. დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს დიასპორის წარმომადგენლებს და საკვირაო სკოლის პედაგოგებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან მჭიდრო და უწყვეტი კავშირების შენარჩუნების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ქართული დიასპორის მხარდაჭერა სახელმწიფოსა და საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს დიასპორის როლზე საქართველო-კანადის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში. აღინიშნა, რომ კანადაში მცხოვრები თითოეული თანამემამულე მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებისა და საქართველოს კულტურული დიპლომატიის შემდგომი განვითარების საქმეში.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა
08 ივნისი 2026

საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა

მსგავსი

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R