საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

მედია და საზოგადოება 05 მარტი 2026
საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

სხდომაზე პარლამენტის ნდობის ჯგუფმა მოისმინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე მაისურაძის და სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულების - დაზვერვის სააგენტოს უფროსის, მიხეილ ძაგნიძის ინფორმაცია.

 

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და იმსჯელეს იმ შესაძლო რისკებსა და გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც შესაძლოა დადგეს სამხრეთ კავკასიის რეგიონი.
სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ რეგიონში უსაფრთხოების გარემოს ცვლილებების ფონზე საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურები აგრძელებენ სიტუაციის მუდმივ მონიტორინგს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მჭიდროდ თანამშრომლობენ პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან.

 

როგორც ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა დანაყოფი, მათ შორის საგარეო დაზვერვა, პროფესიონალურად მუშაობს და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.

 

მისივე თქმით, ქართული სპეცსამსახურები აქტიურად და კოორდინირებულად თანამშრომლობენ როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების - აზერბაიჯანისა და სომხეთის, ასევე რეგიონის სხვა სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან.

 

სხდომაში ნდობის ჯგუფის წევრები - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი მონაწილეობდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R