საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 17 თებერვალს წარდგება

მედია და საზოგადოება 29 იანვარი 2026
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 17 თებერვალს წარდგება

„საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე 17 თებერვალს წარდგება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მისივე თქმით, პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, თუმცა, თარიღის შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.


„აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია გვქონდა და შევთანხმდით, რომ 17 თებერვალს იქნება პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იყო ის ფაქტი, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ქვეყნის გარეთ ვიზიტი და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი წარმოდგენილი იყვნენ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს“,
- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ
09 ივლისი 2026

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ

მსგავსი

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის ჩემპიონატი ჭადრაკში 2026“ გაიმართა
09 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის ჩემპიონატი ჭადრაკში 2026“ გაიმართა

პარლამენტის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს გაეცნენ
09 ივლისი 2026

პარლამენტის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს გაეცნენ

პარლამენტის წევრები ზემო აჭარაში, სხალთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრნენ
09 ივლისი 2026

პარლამენტის წევრები ზემო აჭარაში, სხალთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრნენ

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია შუახევში გაიმართა
09 ივლისი 2026

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია შუახევში გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R