საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხაშურის „მომავლის სახლს" ესტუმრნენ

საპარლამენტო უმრავლესობა 08 ივლისი 2025
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხაშურის „მომავლის სახლს" ესტუმრნენ

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აკაკი ალადაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, ზაალ დუგლაძე, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ტალახაძე, ლიკა შარტავა და ვარლამ ლიპარტელიანი ხაშურის „მომავლის სახლს" ესტუმრნენ.


საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა „მომავლის სახლის" აღსაზრდელებს სამახსოვროდ, სხვადასხვა საჩუქრებთან ერთად, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მაისურები გადასცეს.


„დღეს ვესტუმრეთ ნიჭიერ ბავშვებს, რომლებიც დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის შვილებში“ გამართული ღონისძიების დროს გავიცანით. ჩვენ დავპირდით, რომ მათთან ურთიერთობას გავაგრძელებდით და დღეს ბავშვებს დაპირებული საჩუქრები გადავეცით. მნიშვნელოვანია ასეთი ცენტრების მხარდაჭერა. ფასდაუდებელია, აღმზრდელების მიერ ბენეფიციარების სწავლა-განვითარებაში შეტანილი წვლილი", - აღნიშნა აკაკი ალადაშვილმა.


დღის ცენტრს 6-დან 18 წლამდე ოცამდე ბენეფიციარი ჰყავს.


შეხვედრისას, ბავშვების მონაწილეობით, სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობები გაიმართა.


პარლამენტის წევრებმა ბავშვების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერეს, რომლებიც შემდგომ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R