საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერეს

საპარლამენტო უმრავლესობა 13 ივნისი 2023
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელ ცენტრს ეწვივნენ.

 

დეპუტატებმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესთან ერთად სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ბაზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 

სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელებმა სტუმრებს ქვედანაყოფის ისტორია, სტრუქტურა, ამოცანები, სამომავლო გეგმები და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით არსებული ვითარება გააცნეს.

 

აღინიშნა, რომ ცენტრში ინტენსიურ რეჟიმში პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ყაზარმების, ლაზარეთისა და სასადილოს მშენებლობას მოიცავს. მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ბაზის მშენებლობა 24 ახალი შენობის აგებასა და 3 ძველი შენობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

 

„საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საშუალება გვქონდა დაგვეთვალიერებინა ცენტრის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ჩვენ ადგილზე ვნახეთ უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები, მიმდინარეობს ათეულობით ახალი ობიექტის მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია. მსგავსი მასშტაბის პროექტები თავდაცვის ძალებს არ ახსოვს, ეს პროექტები ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე რამდენიმე წელია, რაც მიზნად ისახავს ჩვენი თავდაცვის ძალების და თავდაცვის სისტემის ინფრასტრუქტურის სრულ მოდერნიზაციას და ახალი ობიექტების მშენებლობას. სპეციალური ოპერაციების ძალებს ეროვნულ თავდაცვაში განსაკუთრებული როლი აქვს, იმდენად რამდენადაც, მათ სრული სპექტრის ოპერაციების განხორციელება უწევთ და მნიშვნელოვანი როლი აქვთ ტოტალურ თავდაცვაში, წინააღმდეგობის კოორდინაციაში. ჩვენი, კანონმდებლების ამოცანაა რაც შეიძლება მეტი რესურსი იყოს მიმართული ქვეყნის თავდაცვაში და მისი დაფინანსება და ბიუჯეტი სტაბილურად მზარდი იყოს. ჩვენ მსგავსი ვიზიტები ხშირად გვექნება და ამ ვიზიტების მიზანია, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობა, ასევე ჩვენი სახელოვანი სამხედრო მოსამსახურეების და ქართული ჯარის დაფასება და მხარდაჭერა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ.

 

დეპუტატებს საწვრთნელი ცენტრის სასროლეთის შესაძლებლობების გაცნობის, ტექნიკისა და შეიარაღების და სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრის დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R