საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის შაანსის პროვინციის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

თავმჯდომარე 20 მაისი 2026
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის შაანსის პროვინციის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანს, ამავე პროვინციის პარლამენტის - შაანსის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო იდეს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა შაანსის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა შაანსის პროვინციის ისტორიულ და ეკონომიკურ როლს. მისი თქმით, შაანსის პროვინციაში უძველესი ცივილიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები წარმატებით ერწყმის ერთმანეთს.


მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები, რომლებიც სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით ღრმავდება.


აღინიშნა, რომ ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს ავსებს და მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები მოაქვს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ დღესდღეობით საქართველოსა და ჩინეთის ქალაქებს შორის გააქტიურებულია დაძმობილების პროცესი. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, გააღრმავონ ინსტიტუციური კავშირები, ისაუბრეს კულტურისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობაზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, შაანსის პროვინციას მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა აქვს, რაც კულტურული დიპლომატიისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია.


ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხებზე საუბრისას, მხარეებმა განიხილეს სატრანზიტო მარშრუტების, განსაკუთრებით შუა დერეფნის შემდგომი გამოყენების შესაძლებლობები.
შეხვედრა შედგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R