საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ზარქუა არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 12 თებერვალი 2021
შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ზარქუა არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის თემას სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი წარმოადგენდა.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რას აკეთებს სახელმწიფო ამ სტუდენტებთან მიმართებით. გავაცანით სტატისტიკა და ის, რაც გახორციელდა სახელმწიფოს მხრიდან. კერძოდ, სახელმწიფომ მიმდინარე სემესტრი იმ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ 150 000 სოციალურ ქულაზე ნაკლები, სრულად დაუფინანსა. ასეთი არის 15 000 სტუდენტი, რისთვისაც 16 მლნ. ლარი დაიხარჯა. წელიწადში სტუდენტებზე გრანტისა და პროგრამული დაფინანსების სახით 100 მლნ-ზე მეტი იხარჯება ბიუჯეტიდან. ამ სემესტრისთვის 16 მლნ. დაემატა კიდევ ამ თანხას ანუ 16 %-ით გაიზარდა ეს დაფინანსება.

თუ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა სტატისტიკას შევხედავთ, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოვითხოვეთ და შევისწავლეთ, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეჩერების ტენდენციებში არ არის დიდი სხვაობა სხვა წლებთან შედარებით. ეს იმის დამსახურებაა, რომ სახელმწიფომ პრევენციულად 150 000 სოციალურ ქულამდე სტუდენტებს 2020წლის შემოდგომის სემესტრი დაუფინანსა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R