საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

თავმჯდომარე 25 ივლისი 2026
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანთან, დედოფლისწყაროს მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში, ქართული ხორბლისა და პურის კულტურის ტრადიციებისადმი მიძღვნილ ფესტივალში - „ალოობა 2026“ მიიღო მონაწილეობა.
 
შალვა პაპუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე, ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო.
 
„შარშან იყო პირველი აღნიშვნა ალოობისა. წელა უკვე ახალი მასშტაბით აღინიშნება ეს ზეიმი, რომელიც ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად, ვინაიდან საქართველო ყურძნისა და ხორბლის სამშობლოა. სულ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული უახლესი კვლევებით საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველო, 8 000-წლიანი ღვინის კულტურისა და ყურძნის მოყვანის კულტურასთან ერთად, ხორბლის კულტივაციის კერაცაა.
 
ხორბლის უნიკალური ჯიშები გვაქვს. 5 ენდემური და 24 კულტურული ჯიშიდან 17 კულტურული ჯიში არის საქართველოში. ღვინო და ხორბალი, ღვინო და პური არის ათასწლეულების განმავლობაში, ჩვენი კულტურის განმსაზღვრელი ნაწილი. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის კუთხიდან ამ საკითხზე საუბრის გარდა, ამაში დავინახოთ ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 
 
„ალოობა 2026“-ის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობა. მოეწყო ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების საგამოფენო სივრცე, ასევე სამეცნიერო და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პურის ცხობის ტრადიციული მეთოდები, ასევე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.
 
ღონისძიება სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R