საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

თავმჯდომარე 08 ივლისი 2026
შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ანა ბრნაბიჩს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ქ. ბელგრადში მიმდინარე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციის მნიშვნელობაზე.


შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების მეტად გაზიარებისა და ურთიერთმხარდაჭერის საჭიროება.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სერბეთს შორის მზარდ ურთიერთობებზე. ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ ნაყოფიერ საპრეზიდენტო ვიზიტებზე.

შალვა პაპუაშვილმა სერბულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა. 

მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, მათ შორის მეგობრობის ჯგუფებსა და დარგობრივ კომიტეტებს შორის.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ორი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე არსებული გამოწვევები.


​ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი უკვე რამდენიმე წელია ელოდება ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პროცესში წინსვლას, რაც რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობის გამო ფერხდება. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ავითარებს ეკონომიკას, ახორციელებს რეფორმებს და მტკიცედ იცავს სუვერენიტეტს.

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის სერბეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, რომლის მიზანია პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდით სპორტული ტურნირები დაიწყო
08 ივლისი 2026

საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდით სპორტული ტურნირები დაიწყო

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
07 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზოგადი განათლების რეფორმის საკითხები სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილა
07 ივლისი 2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზოგადი განათლების რეფორმის საკითხები სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზემო აჭარაში სამუშაო შეხვედრა გამართა
06 ივლისი 2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზემო აჭარაში სამუშაო შეხვედრა გამართა

მარიამ ლაშხი დაბა ხულოს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრს ეწვია
06 ივლისი 2026

მარიამ ლაშხი დაბა ხულოს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრს ეწვია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R