საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

თავმჯდომარე 17 Jun 2025
შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.


​შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ და თურქეთმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში, რაც ასახვას ჰპოვებს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებებში. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაზე.


შალვა პაპუაშვილმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის. მხარეებმა განიხილეს დადებითი დინამიკა საპარლამენტო ურთიერთობებში და კავშირების შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს. ამ კუთხით, ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების განსაკუთრებულ როლს.


მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ იგეგმება საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე სამმხრივი შეხვედრის კვლავ გამართვა. საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობა.


​შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები. აღინიშნა ენერგო და სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაუმჯობესებაზე მუშაობის მზაობა, რაც შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისებაზე იქნება მიმართული. შალვა პაპუაშვილმა ნუმან ქურთულმუში საპასუხო ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.


შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.


შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის მიერ თურქეთში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.


საპარლამენტო დელეგაციაში შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე; თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭყონია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 Jul 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R