საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა

თავმჯდომარე 19 მაისი 2026
შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტი (CFAU) ქ. პეკინში მდებარე საჯარო უნივერსიტეტია, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის აფილირებული და ცნობილია როგორც „ჩინელი დიპლომატების აკვანი“. უნივერსიტეტი ამზადებს პროფესიონალებს დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სფეროებში.

 

შალვა პაპუაშვილმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა ჩინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტის მნიშვნელობასა და საქართველო-ჩინეთს შორის მზარდ სტრატეგიულ პარტნიორობას.

 

მისი თქმით, მსოფლიოში ტრანსფორმაციული პროცესები მიმდინარეობს და არსებულ ტურბულენტურ გარემოში, საქართველო მშვიდობისა და განვითარების კუნძულია.

 

შალვა პაპუაშვილმა, აგრეთვე, ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე, რომელიც ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვისკენაა მიმართული.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, აგრეთვე, ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და დაკავშირებადობის მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს.

 

შეხვედრა შედგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

 

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R