საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შოთა ბერეკაშვილი კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 13 ნოემბერი 2025
შოთა ბერეკაშვილი კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საქართველოში ჩამოყალიბებულია ძლიერი მარეგულირებელი სისტემა, რომელიც თანმიმდევრულად ახორციელებს პოლიტიკას სამართლიანი კონკურენციისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიმართულებით.


როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად არსებული პროგრესისა, კონკურენციის გარემოს გაძლიერება კვლავ საჭიროებს სისტემურ მუშაობას, განსაკუთრებით იმ სექტორებში, სადაც ბაზრის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მაღალია.

„ბაზრის დეკონცენტრაცია და კონკურენციის ინსტრუმენტების გაძლიერება არ წარმოადგენს მხოლოდ ეკონომიკურ საკითხს, ეს არის სოციალური კეთილდღეობისა და მომხმარებელთა დაცვის ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობა, რომელიც უზრუნველყოფს უფრო დაბალ ფასებს, ხარისხის გაუმჯობესებას და ბაზრის უფრო მდგრად განვითარებას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა. 

მისივე თქმით, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ სამართლებრივი ჩარჩო იყოს  სტაბილური და კონკურენციის ხელშემწყობი.

„ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ისეთი გარემო, სადაც კერძო სექტორი შეძლებს ინოვაციის და პროდუქტიულობის ამაღლებას, რაც დამატებით ღირებულებას შექმნის მომხმარებლებისთვის. გვწამს, რომ ძლიერი ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩო წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების საფუძველს. სწორედ ამიტომ, პარლამენტი მიზანმიმართულად მუშაობს კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწაზე, რათა მარეგულირებელ და საკანონმდებლო სისტემებს შორის იყოს თანმიმდევრული კოორდინაცია და თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს სამართლიანი ბაზრის შედეგი საკუთარ ცხოვრებაში“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ და UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის ხელმძღვანელმა ტერესა მორეირამ.

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით 13-15 ნოემბერს იმართება. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს 20-მდე ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ასევე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესტუმრნენ.

კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, 10 პანელური დისკუსია, მათ შორის 3 - საერთაშორისო და ერთი სექტორული კვლევის პრეზენტაცია გაიმართება. საერთაშორისო კონფერენციაში  350-მდე დელეგატი და 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერი მიიღებს მონაწილეობას. 


ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს  მოეწერება ხელი.

ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის საფუძველზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
23 ივნისი 2026

პარლამენტმა 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

მსგავსი

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
23 ივნისი 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R