საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოზარ სუბარი და ირაკლი ზარქუა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 18 მარტი 2022
სოზარ სუბარი და ირაკლი ზარქუა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, ირაკლი ზარქუასთან ერთად, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია „მეზოპარტნერის“ წარმომადგენლებს შეხვდა.


მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების შესახებ. ასევე, ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს.


„შეხვედრისას გაჟღერდა გარკვეული იდეები, მათ შორის, მიმოვიხილეთ გარკვეული პროგრამები და პროექტები, თუ სად და როგორ შეიძლება საერთაშორისო პარტნიორებმა ჩვენი თვითმმართველობები გააძლიერონ. ეს იყო ნაყოფიერი შეხვედრა და დარწმუნებული ვარ ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება როგორც დედაქალაქში ასევე, რეგიონებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, რათა კონკრეტულად ვნახოთ რა გამოწვევებია ჩვენს წინაშე“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ.


 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში გამართულ შეხვედრაში მარკუს ჯენალი, ფრენკ უოლტრინგი, ბექა თაღაური, სოფია სვანაძე და ზვიად არჩუაძე მონაწილეობდნენ.


2012 წლიდან, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად (ADA) გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დეცენტრალიზაციაში, მონაწილეობის საფუძველზე ადგილობრივ განვითარებასა და ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური ინსტიტუციების შესაძლებლობების გაძლიერებაში.

 

არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, სხვა ინიციატივების გარდა, საქართველოს მთავრობამ მიიღო დახმარება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ძირითადი პოლიტიკისა და პროცესების შექმნაში. 2021 წელს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ინიცირებით ჩამოყალიბდა პარტნიორობა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის.


ამ პარტნიორობის ძირითადი მიზანია შეაფასოს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სისტემის ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოში და დაეხმაროს ძირითად მონაწილეებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) სამომავლო ხედვების შემუშავებაში, აგრეთვე, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით უკვე მიღწეული შედეგების განმტკიცებასა და მდგრადობას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R