საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ხულორდავა ევროპარლამენტის ყოფილ წევრთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 30 სექტემბერი 2019
თამარ ხულორდავა ევროპარლამენტის ყოფილ წევრთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევროპარლამენტის ყოფილ წევრთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებსა და საპარლამენტო საქმიანობაზე.

„საქართველოს სწრაფვა, გაწევრიანდეს ევროპულ სტრუქტურებში, არის არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტი, რაც გათვალისწინებულია ყველა სახელმწიფო ორგანოს დღის წესრიგში“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მისი თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის როლი, რადგან კომიტეტს გარკვეულწილად, მაკონტროლებელი ფუნქციები გააჩნია. „გარდა იმისა, რომ კომიტეტი ამოწმებს კანონპროექტების შესაბამისობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, პარალელურად თანამშრომლობს დარგობრივ კომიტეტებთან, ზედამხედველობს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას ევროინტეგრაციის მიმართულებით კანონმდებლობის აღსრულებას, აწარმოებს თემატურ მოკვლევას“, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრისას, თამარ ხულორდავამ პარლამენტის გაძლიერების მნიშვნელობაზე და მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა, რამაც სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ასოციაციის წევრები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ მმართველი გუნდი მზადაა მომავალი არჩევნებისთვის დათმოს სისტემა, რომელიც მისი აშკარა უპირატესობის გარანტიაა და გადავიდეს ახალი ტიპის საარჩევნო სისტემაზე. „ეს ცვლილება უფრო მრავალფეროვანი პარლამენტის გარანტი იქნება, სადაც საზოგადოების ყველა ჯგუფს ექნება შესაძლებლობა სათანადოდ გააჟღეროს საკუთარი ხმა“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი და იქ არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა. კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ადგილზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ჩართულობასა და იმ პრობლემებზე, რომელიც რუსული მხარის გამო მისიას საქმიანობისას ექმნება, განსაკუთრებით, საოკუპაციო ხაზს მიღმა მანდატის განხორციელების შეუძლებლობა.

ყოფილი ევროპარლამენტარები დაინტერესდნენ საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოვების პროცესით, ეკონომიკური რეფორმების პროგრესით და ასევე, საქართველოში არსებული მედია გარემოთი.

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს ის ვალდებულებები და პროგრესი გააცნო, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მიმართულებით გვაქვს. „ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცვლილებებით, მედიაგარემო შესამჩნევად მრავალფეროვანი გახდა, რაც პირველ რიგში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით იყო განპირობებული. შედეგად, დღეს მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს წვდომა ჰქონდეს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროსთან“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

 

 

 

 

 

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს
02 ივნისი 2026

დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
31 მაისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს
06 მაისი 2026

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავა აირჩიეს
30 აპრილი 2026

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავა აირჩიეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R