საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ხულორდავა: „ასოცირებული ქვეყნებისთვის საჭიროა დიფერენცირებული შეთავაზებები და სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ უფრო დააახლოებს ევროკავშირთან“

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 16 Oct 2019
 თამარ ხულორდავა: „ასოცირებული ქვეყნებისთვის საჭიროა დიფერენცირებული შეთავაზებები და სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ უფრო დააახლოებს ევროკავშირთან“

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს, რიჩარდ ტიბელსს, ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკური მიმართულების უფროსს, ასუნსიონ სანჩეს რუისს და მის მოადგილეს, მონიკა ცაკის შეხვდა.

სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებით - სასამართლო და საარჩევნო სისტემებში განხორციელებული ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესით.

თამარ ხულორდავამ სასამართლო სისტემის რეფორმაზე ისაუბრა. „მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი პოლიტიკური პოლარიზაციის და სხვა მიზეზთა გამო კრიტიკის საგანი გახდა, მნიშვნელოვანია, თავი არ შევიკავოთ ამჟამად მიმდინარე მოვლენების დადებითად შეფასებისგან. ეს პროცესი უპრეცედენტოა საქართველოში და მას პარლამენტი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება. ყველა დაინტერესებული მხარე, პარლამენტარები და სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად არის ჩართული გასაუბრებაში. გარდა ამისა, პარლამენტის ყველა წევრი კარგად აცნობიერებს საკუთარ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ამ პროცესში“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერების საკითხზე, საზედამხედველო ფუნქციაზე, რომლის განხორციელების შესაძლებლობაც ახალი რეგლამენტის მეშვეობით, პარლამენტს, ასე ეფექტურად პირველად მიეცა. ასევე, გამოყო საკომიტეტო მოკვლევის მნიშვნელობა კანონმდებლობის აღსრულების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.

დელეგაციის წარმომადგენლები მიესალმნენ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში სხვადასხვა სექტორის ჩართულობას. შეხვედრისას, საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობაში ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას გაესვა ხაზი და როგორც აღინიშნა ორივე მხარემ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ ამ მიღწევას ხელი არაფერმა შეუშალოს. ამისთვის კი აუცილებელია საქართველოს პარლამენტის აქტიურობა შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნასა და მოსახლეობის სწორად ინფორმირებაში.

რადგან სტუმრებმა ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზიც მოინახულეს, შეხვედრისას ასევე, აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი ადგილზე და ევროკავშირის მხრიდან მისიის მხარდაჭერის აუცილებლობა მანამ, სანამ მისიის ადგილზე ყოფნაა საჭირო.

რიჩარდ ტიბელსი დაინტერესდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მოლოდინებით და პარტნიორობის სამომავლო განვითარების ხედვებით ასევე, ევრონესტის სამიტში ბელარუსის მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებული დამოკიდებულებებით.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობისგან უფრო დიდია, ვიდრე ევროკავშირს სურს რომ შემოგვთავაზოს. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს წევრ სახელმწიფოებთან მუშაობა და ამ მიმართულებით თამარ ხულორდავამ ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და გერმანიაში ბოლო დროს გამართულ შეხვედრებს. ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებას, განსაკუთრებით კი, ეკონომიკური კავშირების, რადგან ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციას შესაბამისად, რუსეთთან არსებული სავაჭრო კავშირებისგან მეტ დამოუკიდებლობას. 

სასურველ გზავნილებზე საუბრისას, თამარ ხულორდავამ დადებითი პოლიტიკური დინამიკის შენარჩუნების აუცილებლობაზე, ფინანსური დახმარების გაზრდაზე, სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამოქმედო გეგმის მატერიალიზების აუცილებლობაზე ისაუბრა. „საჭიროა ასოცირებული ქვეყნებისთვის დიფერენცირებული შეთავაზებები და სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ უფრო დააახლოებს ევროკავშირთან“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ. 

რაც შეეხება ევრონესტის სამიტში ბელარუსის მონაწილეობის საკითხს, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღინიშნა, საქართველო ამას მხოლოდ მიესალმება.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალი სამიტი ყველა მხარეს დაეხმარება უფრო მკაფიო სამომავლო გეგმის ჩამოყალიბებაში და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფაში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს
02 Jun 2026

დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
31 May 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს
06 May 2026

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავა აირჩიეს
30 Apr 2026

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავა აირჩიეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R