საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის წევრები თავდაცვის სამინისტროს ეწვივნენ

მედია და საზოგადოება 19 თებერვალი 2025
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის წევრები თავდაცვის სამინისტროს ეწვივნენ

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებმა თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ჩიქოვანთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ფუნქციონირების საკითხზე გამახვილდა. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2025 წლის იანვრიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გადიან.

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დეპუტატებს წვევამდელთა მხრიდან სამხედრო სამსახურისადმი გამოვლენილი ინტერესის მზარდი დინამიკა გააცნეს.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სააგენტოს მიერ, პარტნიორი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, დანერგილ სამხედრო აღრიცხვის სისტემას.

„დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს გავეცანით, სადაც თავდაცვის მინისტრმა და უწყების წარმომადგენლებმა კანონმდებლებს საინტერესო ინფორმაცია გაგვაცნეს. პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა და თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია, შესაბამისად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით ვგეგმავთ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. ამ მიზნით, დღეს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრების გარდა სამინისტროში პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე და დეპუტატებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გატარებული რეფორმებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. მინდა ხაზი გავუსვა, სწორედ ამ რეფორმის დამსახურებაა, რომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში უკვე 700-ზე მეტი ნებაყოფლობით დარეგისტრირებული ახალგაზრდა გვყავს. თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსთან გაგრძელდება და მომავალშიც არაერთი მსგავსი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ასევე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, საფინანსო და საბიუჯეტო, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები დაესწრნენ.

პარლამენტის წევრებმა თავდაცვის კოდექსის იმპლემენტაციის პროცესი და სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმა დადებითად შეაფასეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

მსგავსი

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R