საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ვიქტორ ჯაფარიძე აირჩიეს

მედია და საზოგადოება 17 თებერვალი 2025
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ვიქტორ ჯაფარიძე აირჩიეს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ასარჩევად, პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალა“, ვიქტორ ჯაფარიძის კანდიდატურა წარუდგინა. კომიტეტის წევრებმა თავმჯდომარის მოადგილედ ვიქტორ ჯაფარიძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.


სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი წარადგინა. დოკუმენტში ასახულია როგორც საკანონმდებლო აქტების და უსაფრთხოების სფეროში კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების განხილვის რიგითობა, ასევე კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი უწყებების თემატური საკომიტეტო მოსმენების გამართვა, სამხედრო ბაზებზე საზედამხედველო ვიზიტების განხორციელება და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები.


კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ“ ადმინისტრაციული შეთანხმება წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ინფორმაციის კლასიფიკაციის დონეების შესაბამისობა და მარკირება, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე დაშვების კრიტერიუმები, კომუნიკაციებისა და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოება, ვიზიტების განხორციელების პროცედურები და სხვა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, შეთანხმების ძალაში შესვლა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ადმინისტრაციული შეთანხმება დადებითად შეაფასეს და რატიფიცირებისათვის დოკუმენტის სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R