საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბიძინა გეგიძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

10 მაისი 2018
ბიძინა გეგიძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა.

შეხვედრაზე ფრაქციის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ფრაქციის მიზნები და ამოცანები გააცნო. მისი თქმით, ფრაქცია რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა და ძალიან აქტიურად არის ჩართული საპარლამენტო მუშაობაში.

„ჩვენი მიზანია ძლიერი და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნა, სადაც პირველ რიგში თითოეული მოქალაქის ინტერესი იქნება დაცული. ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი ფრაქციისთვის უმნიშვნელოვანესია. ფრაქცია უპირველეს ამოცანად მიიჩნევს საპარლამენტო კონტროლისა და საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებას. ჩვენი ფრაქცია ღიაა ყველა მოქალაქისთვის. არ ვერიდებით მწვავე დებატებსა და დისკუსიებს. გვსურს, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ძლიერი სახელმწიფოს შენებაში“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

ბიძინა გეგიძე ასევე შეეხო ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. მისი თქმით, გონივრული პოლიტიკის გატარებით, ქვეყანა შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას.

„ჩვენ უნდა დავანახოთ აფხაზ და ოს ძმებს, მთელი რიგი სიკეთეები, რისი მიცემაც საქართველოს შეუძლია. უნდა დავათბოთ ურთიერთობები, აღვადგინოთ კავშირები. მართალია ნელ-ნელა, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯები უკვე სახეზე გვაქვს. ჩვენ ერთი მთლიანი ნაწილი ვართ“, - აღნიშნა ბიძინა გეგიძემ.

ფრაქციის თავმჯდომარე ახალგაზრდებს ქალაქის გეგმარების პრობლემაზეც ესაუბრა.

„განსაკუთრებით პრობლემურია ეკოლოგიის საკითხი. უნებართვო მშენებლობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა. ეს არ გახლავთ მარტივი საკითხი და ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკმაოდ რთული გზის გავლა მოგვიწევს“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ფრაქციის თავმჯდომარემ სტაჟიორებს გააცნო ფრაქციის ახალი ინიციატივა, რომელიც სტაჟირების გავლის სამართლებრივ რეგულაციებს ეხება და სტაჟიორების სტატუსის განსაზღვრას, სტაჟირების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და სტაჟირების შრომით სტაჟში ჩათვლას ითვალისწინებს.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც ახალგაზრდებმა არაერთ საინტერესო შეკითხვაზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.

ფრაქციის თავმჯდომარემ წარმატებები უსურვა ახალგაზრდებს და აღნიშნა, რომ ფრაქცია მზადაა მათთან აქტიური კომუნიკაციისთვის.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R