საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას შეხვდა

თავმჯდომარე 04 ნოემბერი 2014
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას შეხვედრის მთავარი თემა იყო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ წაყენებული ბრალი. ირაკლი ალასანიამ დავით უსუფაშვილს მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა კომენტარი გააკეთეს.

,,ბატონმა მინისტრმა მთხოვა შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა თემებზე, მაგრამ ძირითადი თემა რა თქმა უნდა არის დღეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ წაყენებული ბრალი. ეს ეხება კონკრეტულ საქმეს შესყიდვების თაობაზე. მინისტრმა გარკვეული საკითხების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ჩათვალა საჭიროდ და მე ამისთვის მადლობელი ვარ. პარლამენტი ყველა სამთავრობო უწყებასთან, და განსაკუთრებით, თავდაცვის სამინისტროსთან იმყოფება საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში. კონკრეტულად შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე სწორედ ჩვენი ხელისუფლების, კოალიციის, მთავრობის ინიციატივით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა ძალაში შარშან და აქედან გამომდინარე, 2 მილიონ ლარზე მეტი განხორციელებული შესყიდვა პარლამენტს წინასწარ ეცნობება ხოლმე. ამ კონკრეტული შესყიდვის თაობაზეც პარლამენტს ეცნობა შარშან, დეკემბრის ბოლოს. შემდგომ იყო მიმოწერა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილსა და თავდაცვის სამინისტროს შორის. მან თავის დროზე, შარშანვე გამოითხოვა ხელშეკრულების ასლი და გაეცნო მას. ასე რომ პარლამენტი არაპირდაპირ, მაგრამ ამ პროცესებში ჩართული იყო. მინისტრის თხოვნა იყო, რომ პარლამენტმა, თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კანონიერი და კონსტიტუციური ბერკეტები და ინსტრუმენტები ამ კონკრეტულ საკითხში მეტი სიცხადის შესატანად. ჩვენც, პარლამენტი, რა თქმა უნდა დაინტერესებული ვართ საბიუჯეტო სახსრები სწორად იხარჯებოდეს და ყველა სახელმწიფო უწყება მოქმედებდეს საკუთარი კომპეტენცის ფარგლებში, ემსახურებოდეს სახელმწიფოს პროკურატურაც, თავდაცვის სამინისტროც, მთავრობაც და პარლამენტიც. ასე რომ, მე როგორც განვაცხადე, პარლამენტი, რა თქმა უნდა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, ეს იქნება კომიტეტის მეშვეობით თუ სხვა საშუალებებით ამ კონკრეტულ საქმეს მიადევნებს თვალს და მოვაგვარებთ ყველაფერს ისე, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის ინტერესები, ჩვენი თავდაცვის უნარიანობის ხარისხი და ყველაფერი მოგვარდეს ცივილიზებული წესით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, მან პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნო თავდაცვის სამინისტროში შექმნილი ვითარება პროკურატურის მიერ განხორცილებული ღონისძიებების შემდეგ.

,,პარლამენტის თავმჯდომარესთან, როგორც იმ ორგანოს ხელმძღვანელთან, რომელიც კონტროლს უწევს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გვქონდა საუბარი თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის ამ ნაბიჯების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე. მოვუტანე გარკვეული დეტალები იმის ირგვლივ, თუ ამ ბოლო დღეების განმავლობაში რაზე მუშაობს პროკურატურა და რაზეც საზოგადოება საქმის კურსშია. ჩვენ გავაცანით ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები, თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები. ამ წლის დასაწყისში ჩვენ კანონის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს თავდაცვისა დ უშიშროების კომიტეტისთვის. ჩემი მოსაზრება შევთავაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, თუკი სურვილი იქნება პარლამენტის, კომიტეტის, პარლამენტარების მხრიდან, თავდაცვის სამინისტრო სრულად არის მზად ითანამშრომლოს ამ საქმის ირგვლივ უფრო მეტი სიცხადის შეტანისათვის“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა
01 ივნისი 2026

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
01 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
29 მაისი 2026

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R