საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ხულორდავა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 18 ივლისი 2019
თამარ ხულორდავა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩთან საქართველოში პეტრ მიკისკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე გაამახვილეს. საუბარი ამასთანავე დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებს, ევროპულ მისწრაფებებს, რაშიც ჩვენს ქვეყანას ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

„ვისაუბრეთ ასევე პარლამენტის როლზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობაზე, ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული აქცენტები გავაკეთეთ ევროკავშირთან ურთიერთობის შედეგად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის უკეთ ათვისების, ამ პოტენციალის უკეთ გამოყენების შესაძლებლობებზე“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩეხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზეც ისაუბრეს.

„რამდენიმე ჩეხური კომპანია უკვე საქმიანობს საქართველოში, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ჩეხეთსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო გავზარდოთ, უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ. როგორც ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, ამისათვის საქართველოში ძალიან კარგი სამართლებრივი გარემო და პირობები არის შექმნილი. ის მოწოდებულია, რომ ჩვენთან ჰქონდეს ძალიან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა. გამოიკვეთა კონკრეტული საკითხებიც, რომლებზეც აუცილებლად გავაგრძელებთ თანმშრომლობას მომავალში“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
08 ივლისი 2026

ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

მსგავსი

ნინო წილოსანმა და ლევან მახაშვილმა საქართველოში ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს
22 ივნისი 2026

ნინო წილოსანმა და ლევან მახაშვილმა საქართველოში ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R