საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზვიად ძიძიგური ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი საბჭოს დელეგაციას შეხვდა

16 მარტი 2017
ზვიად ძიძიგური ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი საბჭოს დელეგაციას შეხვდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი საბჭოს (პარლამენტის) საშინაო საქმეთა კომიტეტის დელეგაცია იმყოფება.

ინდონეზიელ სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
 
„ინდონეზიის საპარლამენტო დელეგაციასთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. საშინაო საქმეთა კომიტეტი ინდონეზიის პარლამენტში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომიტეტს წარმოადგენს, რადგან 17 ათასზე მეტი კუნძულზე განლაგებულ ქვეყანაში 300-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი, რამდენიმე რელიგიის და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მაცხოვრებელია. კომიტეტის დელეგაციის ვიზიტის მიზანს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაცნობა, ფინანსური მართვის გამოცდილების გაზიარება და შემდგომ ინდონეზიის პარლამენტში მათი გამოყენება წარმოადგენს. შეხვედრაზე ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში ახალი მიმართულებების გაჩენის პერსპექტივებიც განვიხილეთ. საუბარი შეეხო, მთავრობებს შორის უფრო ინტენსიური კომუნიკაციის დამყარებას და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებას“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R