საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ზიანის და გავლენის გენდერულ ანალიზს მოამზადებს

კომისიები და საბჭოები 06 აპრილი 2020
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ზიანის და გავლენის გენდერულ ანალიზს მოამზადებს

„პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, პრემიერ-მინისტრის ოფისთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ზიანის და გავლენის გენდერულ ანალიზს მოამზადებს. კვლევის მიზანია შევაფასოთ თუ როგორ აისახა პანდემია ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე და შევიმუშაოთ რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა ეკონომიკის სტაბილიზაციის და აღდგენის პროგრამებში გაითვალისწინებს. ეს იქნება დამხმარე ინსტრუმენტი, რათა შევამციროთ ეკონომიკური ზიანი და ეფექტურად დავეხმაროთ ქალებს, როგორც მოწყვლად ჯგუფს და ეკონომიკაში მნიშვნელოვან სამუშაო ძალას“, - აღნიშნულის შესახებ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, „covid-19“, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვისთვის გამოწვევას წარმოადგენს, არანაკლებ რთული გამოწვევა იქნება ქვეყნების ეკონომიკისთვის. მისივე თქმით, სამუშაო ადგილების შემცირების და უმუშევრობის გაზრდის ფონზე, როგორც გაეროს მოხსენებაშია აღნიშნული - პანდემიის შედეგების გავლენა უფრო მეტად აისახება ისეთ სექტორებზე, სადაც მეტი ქალი იყო დასაქმებული - სერვისები, ტურიზმი, სარესტორნე სექტორი, თვითდასაქმებულები და სხვა. ამის პარალელურად იზრდება კარანტინის პირობებში სახლში დარჩენილი ქალების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ალბათობა.

„სწორედ ამიტომ, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, როგორც ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ინსტიტუტი, ვიწყებთ ამ თემებზე მუშაობას, კვლევას და ადვოკატირებას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა აღნიშნა, გეგმის მიხედვით, მიმდინარე კვირის ბოლომდე სამუშაო ჯგუფი, გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელით, ქალთა მიმართ ზიანის შემცირების მიზნით, რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს, რომელიც გაგრძელდება მთავრობასთან კოორდინაციით ამ მიმართულებით სათანადო და შეძლებისდაგვარად საჭირო ქმედებების განსახორციელებლად.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

მსგავსი

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R