ვლადიმერ ბოჟაძე ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა და იუნკერებს შეხვდა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა და იუნკერებს შეხვდა.
„იუნკერებს საქართველოს პარლამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გავაცანი. ვისაუბრეთ როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების რეფორმაზე. მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია მომავალი ოფიცრების ინფორმირებულობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის უკეთ გაცნობისთვის“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „საპატიო სტუმრის“ პროგრამა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილია და მიზნად იუნკერების სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს ისახავს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად.
