საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზაზა ლომინაძე და ირაკლი ქადაგიშვილი ბაქოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტს დაესწრნენ

მედია და საზოგადოება 25 მაისი 2025
ზაზა ლომინაძე და ირაკლი ქადაგიშვილი ბაქოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტს დაესწრნენ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ბაქოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტს დაესწრნენ. 

ღონისძიება ჰეიდარ ალიევის ცენტრში გაიმართა, რომელიც საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ. მინისტრმა აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ხალხს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელიც 28 მაისს აღინიშნება. 


საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე ანსამბლმა „შვიდკაცამ“საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნები შეასრულა. კონცერტზე ასევე წარდგნენ ნიკა ნიკვაშვილი ორკესტრისა და ბენდის თანხლებით, მომღერლები ლიზა ბაგრატიონი, მანანა თოდაძე, კონსტანტინე ყიფიანი და ოთო ბაზერაშვილი.

26 მაისს, ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.


ჰეიდარ ალიევის ცენტრში გამართულ კონცერტს ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა, კულტურის მინისტრი ადილ კარიმლი, მინისტრის მოადგილე მურად ჰუსეინოვი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელი მუხთარ ბაბაევი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ჰეიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
05 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მსგავსი

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა
05 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R