საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზაზა ლომინაძე და ირაკლი ქადაგიშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 27 მარტი 2025
ზაზა ლომინაძე და ირაკლი ქადაგიშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდნენ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონულ დირექტორ რეგინა დე დომინიცისთან შეხვედრა გამართეს.

 

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და იუნისეფს შორის ურთიერთობის საკითხები, რომელიც პირველ რიგში, ბავშვთა უფლებებს ეხება.

 

აღინიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ ურთიერთობების ახალ ეტაპზე აყვანას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ამ თანამშრომლობის ახალი პროგრამის შემუშავება ხდება და ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობა დიდია.

 

შეხვედრაზე ასევე გააანალიზეს ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მიღწევები და გამოწვევები, დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, განსაკუთრებით, რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

 

„აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და იუნისეფს შორის ჯერ კიდევ 2001 და 2024 წლებში გაფორმდა ორი მემორანდუმი. ასევე შემუშავდა სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმა, რომელიც 2025 წელს მთავრდება და უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა 2026-2030 წლების სტრატეგიულ გეგმაზე. სტუმარს გავაცანით ჩვენი ხედვა არსებული გამოწვევების მოგვარების პროცესში იუნისეფის როლზე. აღსანიშნავია, რომ იუნისეფის წარმომადგენელმა მადლობა გადაგვიხადა თანამშრომლობისთვის და იმ შედეგებისათვის, რაც ბოლო 12-13 წელიწადში „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა ხელისუფლებამ მივაღწიეთ განსაკუთრებით ბავშვთა უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის და ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირების კუთხით“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ის ფაქტი, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამის ძალისხმევით, სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა და 42 %-დან 16%-ზეა ჩამოყვანილი.

 

„შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ სწორედ იმაზე, თუ როგორ ხდება ბავშვთა დაცვის პოლიტიკის გატარება რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე, რა შესაძლებლობები შექმნა ამ მიმართულებით სახელმწიფომ, როგორი გეგმები გვაქვს და ამის თაობაზე სტუმარს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R