ზურაბ ქადაგიძე თბილისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე თბილისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. პარლამენტში სტუმრად მყოფი ახალგაზრდები კანონშემოქმედებითი საქმიანობით დაინტერესდნენ.
ზურაბ ქადაგიძემ სკოლის მოსწავლეებთან ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებზე ისაუბრა და ყურადღება ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემების მომზადების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
„ახალგაზრდები დაინტერესებულნი არიან საკანონმდებლო საქმიანობით და სახელმწიფოს მართვაში პარლამენტის როლით. პარლამენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება მიეცეთ“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
