საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

მედია და საზოგადოება 02 აპრილი 2025
აგრარულ საკითხთა კომიტეტში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის თანახმად, საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
 
კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა საბჭოს 10-კაციანი შემადგენლობა, რომელიც დაკომპლექტებულია სამეცნიერო სექტორის წარმომადგენლებითა და დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტებით.
 
როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა განაცხადა, საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის მიზანია საბჭოს წევრების ცოდნის, გამოცდილებისა და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებით, კომიტეტს გაუწიოს საკონსულტაციო მომსახურება აგრარულ სექტორში არსებული გამოწვევებისა და გადაჭრის გზების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის თაობაზე, სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის შესახებ და ა. შ.
 
„როდესაც კანონპროექტებს, საკითხებს ვიხილავთ, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული ადამიანები, დარგის სპეციალისტები ჩართული იყვნენ ამ პროცესებში და გაგვიზიარონ რჩევები სოფლის მეურნეობის დარგის ამა თუ იმ საკითხზე. ეს საბოლოო ჯამში, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება, რომელიც გამოადგება დარგსაც და ჩვენს მოსახლეობასაც“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.
 
კომიტეტმა ასევე დაამტკიცა საკონსულტაციო საბჭოს დებულება.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R