საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ანრი ოხანაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობა 23 May 2024
ანრი ოხანაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ანრი ოხანაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის შეხვდნენ.


მხარეებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ისაუბრეს.


როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სტუმრებს დეტალურად გააცნეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირებიდან კანონის მიღებამდე განვითარებული პროცესი.


„ჩვენ განვაცხადეთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას საერთოდ ამ საკითხის განხილვაც კი არ სურდა. 
ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გავაცანით იმასთან დაკავშირებით თუ როგორ დაიწყო ეს პროცესი ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე ძალადობით, როგორ თქვეს უარი საჯარო დისკუსიაზე ამ საკითხთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც გაკეთდა შეთავაზება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად გაგვემართა დისკუსია, როგორ ითქვა უარი ახალგაზრდებს ჰქონოდათ შესაძლებლობა პრემიერთან დისკუსიის და ის, რომ პრეზიდენტმა არავითარი ალტერნატიული ვერსია არ წარმოადგინა. თუ მას არ მოსწონდა ეს საკითხი, თუ ეს გამოსწორებას არ ექვემდებარებოდა, მაშინ რატომ არ წარმოგვიდგინეს ამერიკული მოდელი, თუნდაც უფრო შემსუბუქებული, რატომ არ წარმოგვიდგენს ფრანგული მოდელი, ისრაელის მოდელი ან ევროკავშირში დაინიცირებული დირექტივის მოდელი. თუ მათ მიაჩნდათ, რომ ეს იყო გამოუსწორებელი პროექტი და ვეღარ გაასწორებდნენ, მათ ჰქონდათ უფლება ზუსტად ერთ-ერთში ნათარგმნი, გარკვეული მოდიფიკაციით და მორგებული ჩვენს რეალობასთან, წარმოედგინათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხალხს არ სურს, რომ „ენჯეოების“ საქმიანობა ამ ქვეყანაში იყოს გამჭვირვალე, სხვა ახსნა არ აქვს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 Jul 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 Jul 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 Jul 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R