საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ანრი ოხანაშვილი: განსხვავებული ცხოვრების წესი დაცულია, არავის ექნება უფლება, რომ დისკრიმინაციულად მოეპყროს ვინმეს

მედია და საზოგადოება 22 აპრილი 2024
ანრი ოხანაშვილი: განსხვავებული ცხოვრების წესი დაცულია, არავის ექნება უფლება, რომ დისკრიმინაციულად მოეპყროს ვინმეს

„ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც ჩვენს ხალხს ლეგიტიმაცია უკვე აქვს გამოცხადებული, თუმცა კიდევ ერთხელ არის საჭირო სახალხო ლეგიტიმაციის დადასტურება. საკითხი უკავშირდება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ქუთაისში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე.


მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდი ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიცია ყოფილიყო დაფიქსირებული.


„ფრიდონ ინჯიაა წარმოდგენილი ოპოზიციის კვოტით, თუმცა გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა ისევე, როგორც „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილმა“ ბოიკოტი გამოუცხადეს საყოველთაო-სახალხო განხილვას. აქ მოუწევდათ მათ პოზიციის დაფიქსირება, ეთანხმებიან თუ არა ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის იდეას, რომ ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვნებს განსაკუთრებული დაცვა სჭირდებათ. ესეც არის ერთგვარი ლუსტრაცია. მათ გაუჭირდებოდათ პასუხების გაცემა თქვენთვის, უჭერენ თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საზღვარგარეთის ქვეყნებში სულ უფრო ფართოვდება ისეთი საკანონმდებლო ჩანაწერები, რომელშიც ნებადართულია ერთსქესიანთა ქორწინება, სამოქალაქო პარტნიორობა, რასაც ჯაჭვურად მოჰყვება შვილად აყვანა და საბავშვო ბაღებში შესაბამისი სწავლების შეტანა, რომელსაც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ სწავლებას უწოდებენ.


„როდესაც ჩვენ დავსვით საკითხი, თუ რას გულისხმობდნენ ბაღებში „გენდერული თანასწორობის სწავლებაში“ და იგულისხმებოდა თუ არა, რომ ბავშვებისთვის მიზანმიმართულად სურთ პროპაგანდა გაუწიონ „ამ ტიპის“ ცხოვრების, ჩვენი პასუხი იყო ძალიან მკაცრი. დაუშვებელია ბაღში, სკოლაში ბავშვებს ასწავლოს ვინმემ, რას ნიშნავს დაიბადო ბიჭად ან გოგოდ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდეს ამას. ეს არის იდეოლოგია, რომელიც საკმაოდ მოძლიერებულია, ამიტომ მას სჭირდება ჩვენი საზოგადოების მკაფიო პასუხი. ჩვენ განსხვავებული ცხოვრების წესის შეფასებაში არ შევდივართ, ეს არ არის ჩვენი განხილვის საგანი. განსხვავებული ცხოვრების წესი დაცულია, არავის ექნება უფლება, რომ დისკრიმინაციულად მოეპყროს ვინმეს. აქ საუბარია მიზანმიმართულ პროპაგანდაზე, რომ უნდა დაიწყოს სწავლება ბაღებში, სკოლებში და ბავშვებს ასწავლო, რომ ნორმალურია დაიბადო ბიჭად, მაგრამ ფიქრობდე, რომ შენ ხარ გოგო. ხდება სპეციალური ანიმაციური სცენების წარდგენა, რაც არის პოპულარიზაცია. ამას ისახავენ მიზნად“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R