საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარია ინგუშურ ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი ეთნოკოლექციის ჩვენებას დაესწრო

მედია და საზოგადოება 08 Dec 2023
ბექა ოდიშარია ინგუშურ ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი ეთნოკოლექციის ჩვენებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, თბილისში ინგუშური კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ინგუში დიზაინერის ზეინელ ბეკოვას ტრადიციული რეწვის ნიმუშების ჩვენება გაიმართა.


ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.


„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს დედაქალაქში, თბილისი ოდითგანვე კავკასიის არა მარტო გეოგრაფიული, არამედ საგანმანათლებლო-სამეცნიერო და კულტურული ცენტრია, რისი დასტურიც დღევანდელი ღონისძიებაცაა. ​ქართველი და ინგუში ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა საუკუნეების სიღრმიდან იღებს სათავეს. რუსეთის იმპერია კავკასიაში ზოგჯერ წარმატებით ახორციელებდა Divide et Impera – „გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკას, რაც კავკასიელ ხალხებს შორის შიდა დაპირისპირებას იწვევდა, მაგრამ ქართველ და ინგუშ ხალხებს შორის არასდროს ჰქონია ადგილი ამგვარ დაპირისპირებასა და გაუგებრობას. მადლობას ვუხდი თითოეულ მონაწილეს და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.


ინგუში დიზაინერის ზეინელ ბეკოვას კოლექცია შექმნილია ინგუშეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების ორიგინალური ინტერპრეტაციის გზით.


ბექა ოდიშარიას თქმით, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ქართულ-ინგუშური სახელოვნებო სფეროების გაცნობასა და დაახლოებას. ღონისძიებას სამეცნიერო და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტი-ახალგაზრდები, ჩრდილოკავკასიური დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 Jun 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 Jun 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 Jun 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R