საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარია: „მსოფლიოში მრავალი წარმატებული დიასპორა არსებობს, მაგრამ საქართველოსთვის ყველაზე მისაღები „ირლანდიური მოდელია“, რომელიც ორიენტირებულია დიასპორის ეკონომიკურ უნარებზე, პირდაპირი დიასპორული ინვესტიციების მოზიდვაზე“

მედია და საზოგადოება 24 დეკემბერი 2023
ბექა ოდიშარია: „მსოფლიოში მრავალი წარმატებული დიასპორა არსებობს, მაგრამ საქართველოსთვის ყველაზე მისაღები „ირლანდიური მოდელია“, რომელიც ორიენტირებულია დიასპორის ეკონომიკურ უნარებზე, პირდაპირი დიასპორული ინვესტიციების მოზიდვაზე“

ირლანდიის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის წევრებმა: ნოდარ ტურძელაძემ, რესან კონცელიძემ და ფრიდონ ინჯიამ შეხვედრა გამართეს სახელმწიფო მინისტრთან დიასპორის საკითხებში, შონ ფლემინგთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით ირლანდიის რესპუბლიკის გამოცდილების გაცნობა და ქართულ დიასპორასთან ურთიერთობაში „ირლანდიური მოდელის“ დანერგვა.

„მსოფლიოში მრავალი წარმატებული დიასპორა არსებობს, მაგრამ საქართველოსთვის ყველაზე მისაღები „ირლანდიური მოდელია“, რომელიც ორიენტირებულია დიასპორის ეკონომიკურ უნარებზე, პირდაპირი დიასპორული ინვესტიციების მოზიდვაზე, წარმატებულ კომერციულ პროექტებზე და მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების საშუალო რგოლის მენეჯმენტის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე. მე არაერთხელ გამიჟღერებია პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წინაშე, რომ ჩვენი ქვეყნისათვის სამაგალითოა ირლანდიური დიასპორის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. „ირლანდიური მოდელის“ ეფექტიანად დამკვიდრება ხელს შეგვიწყობს ეკონომიკური წარმატების მიღწევაში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

როგორც ბექა ოდიშარიამ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოში, უახლოეს მომავალში, იგეგმება უცხოეთში წარმატებული ქართველების დიდი ეკონომიკური ფორუმის ჩატარება, სადაც დიასპორელებს პირადად გააცნობენ ყველა მაღალი თანამდებობის პირს და მათთან უშუალო კომუნიკაციის საშუალებაც ექნებათ. ასევე, დიასპორელები გაეცნობიან სხვადასხვა სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებს, რომლებიც უპირატესად თავმოყრილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ამ პროგრამებისა და ბიზნეს პორტ-ფოლიოების უმრავლესობა უშუალოდ მორგებულია ქართული დიასპორის ინტერესებზე.

ბექა ოდიშარიამ სახელმწიფო მინისტრი პირადად მოიწვია აღნიშნულ ფორუმზე, რომ მოხდეს დიასპორასთან ურთიერთობის ირლანდიური გამოცდილების გაზიარება საქართველოს ხელისუფლებისა და დიასპორის წარმომადგენლებისათვის.

სახელმწიფო მინისტრმა შონ ფლემინგმა, თავის მხრივ, გამოთქვა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს საქართველოში წარმატებული დიასპორელების ეკონომიკურ ფორუმში და ქართულ მხარეს აღმოუჩინოს კვალიფიციური დახმარება ცოდნის და გამოცდილების გაზიარების კუთხით.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი და საელჩოს წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R